03:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 12:56:30, 1061 ნახვა

პოლიტიკა
მელია სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების ხელმძღვანელად დანიშვნაზე - საფუძველი ჩაეყარა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას

საფუძველი ჩაეყარა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების ხელმძღვანელად დანიშვნის საკითხს.

მისი თქმით, გუშინდელი დღე ორივე ქვეყნისათვის ისტორიული და მასშტაბური იყო.

„ცხოვრებაში არის დღეები და მოვლენები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ერთნაირ გრძნობას აღუძრავს. გრძნობას სიამაყისა, გრძნობას თანადგომისა, გრძნობას მხარდაჭერისა, გულშემატკივრობისა, გრძნობას ურთიერთპატივისცემისა ან თუნდაც სოლიდარობისა. თუმცა არის დღეები, როდესაც შეფასებებში ჩვენ გვაქვს გადაჭარბებები. გადაჭარბებით ვაფასებთ ამა თუ იმ ცალკე აღებულ პიროვნებას თუ მოვლენას. ახლა როდესაც ვდგავარ თქვენს წინაშე ვგრძნობ, რომ არასოდეს არ ვლაპარაკობ და არც ვისაუბრებ გადაჭარბებულად. განა გადაჭარბებულად იქნება ნათქვამი თუკი ვიტყვი ჩემის მხრიდან, რომ გუშინ, უკრაინასა და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ იყო რიგითი კალენდარული დღე. გუშინდელი დღე იყო ძალიან მასშტაბური, ისტორიული მნიშვნელობის დღე თავისი მიღებული გადაწყვეტილებით. როგორც არასოდეს, გუშინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, 45 მილიონიანი სახელმწიფოს, უკრაინის რეფორმირებას განვითარების გზაზე. დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას“, - განცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics