16:24 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 10:35:56, 462 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პენტაგონში აშშ-ს თავდაცვის მდივანს ეშტონ კარტერს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეშტონ კარტერთან საუბარი დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე გაამახვილეს. შეხვედრაზე ამერიკული მხარის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზაზე მარტო არ დარჩება.

თინათინ ხიდაშელის შეფასებით, შეხვედრა გამორჩეულად მეგობრული და პროდუქტიული იყო. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პენტაგონში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო-ამერიკის პარტნიორობა რეალურ მეგობრობას, საერთო ღირებულებებსა და პრაქტიკულ მხარდაჭერას ეფუძნება.

„მეტი დახმარება და მხარდაჭერა ქართულ არმიას და, ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების არსებულ გარემოს - იმისთვის, რომ საქართველომ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორმა სახელმწიფომ, წარმატებით და ადეკვატურად უპასუხოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ეს არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ თავდაცვის მდივნისგან მივიღეთ და უახლოეს მომავალში პრაქტიკულ შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში  კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები უკვე გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში და ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics