|
2020-05-06 18:27:34, 1449 ნახვა
კომენტარი
კალაძე - ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება „ტროლები“ და „ბოტები“, არ ვიცი ვის აწყობს ეს ყველაფერი
ტროლებისა და ბოტებისთვის არავის სცალია, რადგან მთავრობა გადართულია კორონავირუსთან ბრძოლაზე, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, facebook-ის მიერ ყალბი ანგარიშების გაუქმების საკითხს. მისი თქმით, ჩნდება კითხვები, თუ ვის აწყობს ამ ყველაფრის გაკეთება. „ბევრი განცხადება კეთდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტროლები და ბოტები. მთელი სახელმწიფო იმაზეა გადასული, როგორ მოაგვაროს კორონავირუსის პრობლემა. უბრალოდ, ისმის კითხვა, ვის აწყობს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, Facebook-მა გუშინ 5 მაისს, „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი „ესპერსონა“ და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა. ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. ჯამში, სოციალური ქსელის გიგანტმა „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)