|
2020-05-06 11:13:23, 1281 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის 29 მაისს პარლამენტში დაბარება პოპულიზმია, რადგან მას ივნისში ისედაც უწევს პარლამენტში ანგარიშით წარდგომა
ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის 29 მაისს პარლამენტში დაბარება პოპულიზმია, რადგან მას ივნისში ისედაც უწევს პარლამენტში ანგარიშით წარდგომა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას აქვს უფლება მოითხოვოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლა, ინტერპელაციის წესიც გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ეხება საგანგებო მდგომაროებას, როდესაც არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული მოდგომა, პრაქტიკა და შესაბამისი რეგულაციები. „როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ პრემიერმინისტრი 29 მაისს მოვიდეს პარლამენტში და გააკეთოს მოხსენება, მათ ძალიან კარგად იციან, რომ აქ საუბარია სულ ორ დღეზე, ვინაიდან პირველ ივნისს პრემიერ-მინისტრმა, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში უნდა წარმოადგინოს შესაბამის წერილობითი მოხსენება და ანგარიში და ამ თვეშივე აქვს მას კანონისმიერი ვალდებულება გააკეთოს პარლამენტის წინაშე მოხსნება. ამიტომ ვამბობ, რომ პოპულიზმია ოპოზიციის განცხადებები. ეს არის რეალობა და ამაზე არ საუბრობენ. გასაგებია მათი ინტერესი - მათ არ დარჩათ ის სივრცე, რაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ჰქონდათ პოპულიზმისათვის. თუ საგანგებო მდგომარეობა დასრულდება იმ ვადაში, რომელიც დაანონსებულია, თუ ეს ვადა საკმარისი იქნება, რომ რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ბუნებრივია, ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს პარლამენტში მოვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ფრაქციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დაიბარა. ოპოზიციური პარტია მას პარლამენტში 29 მაისს ელოდება.
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)