2020-05-04 12:31:03, 1319 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე მეცხრე გარდაცვლილზე - ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ19-ით გარდაცვლილ მეცხრე პაციენტზე ისაუბრა და განმარტა, რომ კოვიდ ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა.
მისი თქმით, ჩვენი ექიმები ამ მიმართულებითაც გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით.
„გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის. ეს ფაქტი არის, რა თქმა უნდა, აღსანიშნავი და ჩვენი ექიმები ამ მიმართულებითაც გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ კოვიდ19-ით 58 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კორონავირუსით შუა ხნის პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან