2020-05-01 17:30:20, 1294 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მოვუწოდებთ ბიზნესსექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს
„მოვუწოდებთ ბიზნესსექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და დროულად გააკეთონ განაცხადი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის დადგენილებით შემოწმების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.
„მოვუწოდებთ ბიზნესსექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და დროულად გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე. მთავრობის დადგენილებით შემოწმების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან