|
2015-08-17 14:10:28, 756 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 87%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 87%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1758 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19 პროცენტი შეადგინა. დაზუსტებული მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 2873 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილესი სამი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2014 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით 52 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 21 პროცენტით, მეორეზე - აზერბაიჯანი 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ჩინეთი 12 პროცენტით. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წელს 55 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 433.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს მშენებლობის სექტორი 316.6 მლნ. აშშ დოლარით (18 პროცენტი), ხოლო მესამეს დამამუშავებელი მრეწველობა - 205.4 მლნ. აშშ დოლარით (12 პროცენტი).
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)