2020-04-29 14:28:31, 1382 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - ჯანმრთელობის დაცვასა და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას მოხმარდება 350 მილიონი ლარი
ჯანმრთელობის დაცვასა და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას მოხმარდება 350 მილიონი ლარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სოციალური დახმარებებისთვისა და მიზნობრივი პაკეტებისთვის გამოყოფილია მილიარდ ლარზე მეტი.
„ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯანმრთელობის დაცვასა და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას მოხმარდება 350 მილიონი ლარი, რაც არის ნამდვილად უპრეცედენტო თანხა და ეს მნიშნელოვნად კარგ ეფექტს იქონიებს ჩვენი სისტემის განვითარებაზე, ხოლო სოციალური დახმარებებისთვისა და მიზნობრივი პაკეტებისთვის ჩვენ გვაქვს გამოყოფილი მილიარდ ლარზე მეტი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამით მინიმალურად მაინც დავეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან