2020-04-25 15:07:39, 1813 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი შალვა - სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ, ერთი კოვზით ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ
სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ, - ამის შესახებ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
დეკანოზი ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, თეოლოგებს მოუწოდებს „შეეშვან ზიარების საიდუმლოს“.
„სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ. ურწმუნოებო, მცირედმორწმუნეებო, “ თეოლოგებო”, ჟურნალისტებო, ექიმებო, პოლიტიკოსებო... შეეშვით ზიარების საიდუმლოს!!! სანამ უფრო დიდი სასჯელი არ დაგვატყდა თავს! ნუ გამოცდით ღმერთს!!!“, - წერს დეკანოზი შალვა კეკელია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან