|
2015-08-15 10:13:32, 472 ნახვა
პოლიტიკა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გოგა რაზმაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად გოგა რაზმაძე დანიშნა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრი გოგა რაზმაძეს შეხვდა, თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა, მასთან საპატრულო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა. მინისტრმა საპატრულო პოლიციის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრისას ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა - საგზაო უსაფრთხოება, დანაშაულის პრევენცია, ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, პოლიციელების პროფესიული მომზადება და უსაფრთხოება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქალი პოლიციელების როლი და სხვა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი გოგა რაზმაძე პროფესიით იურისტია, დაკავებული იყო საადვოკატო საქმიანობით, აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობის თვრამეტწლიანი გამოცდილება. ბოლო პერიოდში იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჰყავს მეუღლე და შვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)