|
2020-04-24 10:42:52, 1110 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი - პირადად ვართ კავშირზე ფერმერებთან, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ის დისკომფორტები, რომელიც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართავობის გამო შეიქმნა
„პირადად ვართ კავშირზე ფერმერებთან, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ის დისკომფორტები, რომელიც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართავობის გამო შეიქმნა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს სჭირდებათ დახმარება. „იმის მიხედვით თუ ქვეყანაში როგორ იცვლება ეპიდემიოლოგიური ვითარება - მძიმდება, რისკები იზრდება, თუ პირიქით - ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებებს ვიღებთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობა ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც დაშვებულია ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვის მიუხედავად. სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია, ამინდზე, გარემო პირობებზე, კონკრეტულად სეზონზე. ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, უბრალოდ არ შეიძლებოდა ამ საქმიანობის აკრძალვა, არ გამოვიდოდა. რა თქმა უნდა, ეს რისკებთან კავშირშია. გადაწყვეტილებები, მაგალითად მობილობის შეზღუდვის გაგრძელება, ადმინისტრირების კუთხით ძალიან დიდი წნეხს აჩენს თითოეულ აღმასრულებელ უწყებაზე, სამინისტროებზე, სააგენტოებზე; მნიშვნელოვანი ფიზიკური რესურსია საჭირო. უამრავი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე, 144-ზე, რომელიც არის ცენტრალიზებული, ასეთივე ვითრებაა ჩვენი სამინისტროს ცხელი ხაზზეც. ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. მე და ჩემი მოადგილეები პირადად ვართ კავშირზე იმ ადამიანებთან, ვისაც ჩვენთან ხელი მოუწდებათ, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ის დისკომფორტები, რომელიც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართავობის გამო შეიქმნა. ცხელი ხაზის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით სიტუაცია გაუმჯობესდა. სულ რამდენიმე დღე უნდა მოვითმინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ სოლიდარულები", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)