|
2020-04-23 17:09:56, 1142 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი - საქართველომ და ბულგარეთმა მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში უნდა იმოქმედონ, რათა მომზადებულები შეხვდნენ პანდემიის პოსტკრიზისულ პერიოდს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. პრეზიდენტებმა საქართველოსა და ბულგარეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა და ვირუსის წინააღმდეგ ქვეყნებში გატარებული ზომები განიხილეს, შესაბამისი სტატისტიკა გააცნეს ერთმანეთს და პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული მიმართულებით შავი ზღვის რეგიონული სოლიდარობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პანდემიის პოსტკრიზისულ პერიოდში შავ ზღვას, სატრანსპორტო და სავაჭრო კუთხით, უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის განცხადებით, დღეს მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დამოუკიდებლად და მარტო გაუმკლავდეს პანდემიას, ამიტომაა მნიშვნელოვანი ერთიანი და სოლიდარული მოქმედება. აღინიშნა, რომ საქართველომ და ბულგარეთმა მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში უნდა იმოქმედონ, რათა მომზადებულები შეხვდნენ პოსტკრიზისულ პერიოდს. საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან ბორდერიზაციის საკითხზე ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კრიზისისას ვითარების დეესკალაცია. ბულგარეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ასევე საქართველო სტრატეგიულ და პრიორიტეტულ პარტნიორს წარმოადგენს ევროკავშირისათვის. სალომე ზურაბიშვილმა ბულგარეთს, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლისას ფინანსური მხარდაჭერისათვის.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)