|
2020-04-22 14:22:56, 1857 ნახვა
კომენტარი
სოფო კილაძე - ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტია, რაც ოპოზიციამ იცის და ამიტომ ჰყავს მუდმივად მიზანში ამოღებული
„ყველანი ვთანხმდებით, რომ პანდემია საქართველოში გაცილებით ნელა გავრცელდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შედეგად გვაქვს ის, რომ ჩვენმა მედიკოსებმა გაცილებით კარგად მიხედეს თითოეულ ადამიანს და გვაქვს გაცილებით ნაკლები ფატალური შემთხვევები, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებშია", - ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. მისი თქმით, საქართველოს ნაბიჯებს საერთაშორისო საზოგადოება აფასებს როგორც ეფექტიან და ძალიან სწორ ნაბიჯებს. მისივე მოსაზრებით, ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა წყალში არ ჩაიყაროს ის მიღწევები, რაც დღემდე ქვეყანას აქვს.
„ამას გაგებით მოეკიდა ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ ხელისუფლება იყოს ეფექტიანი, უბრალოდ, ჩვენ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში. ყველა შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის", -აღნიშნა, სოფო კილაძემ. მისი მოსაზრებით, წარმოდგენილი შეზღუდვები არის აუცილებელი არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, თუმცა ამ შეზღუდვებს უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი. „აუცილებელია, რომ მთავრობის მიერ პარასკევს წარმოდგენილი სოციალური პაკეტი იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული ყველაზე გაჭირვებულ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის, იმ ბიზნესზეც, რომელსაც ძალიან გაუჭირდა ამ საგანგებო მდგომარეობის დროს", - განაცხადა სოფო კილაძემ. დეპუტატის თქმით, ოპოზიციური კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ საქმის კეთება არის რთული. „ერთი საქმე, რაც ვნახე თქვენ მიერ გაკეთებული (საქმე, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში). ეს იყო ზუგდიდში პირბადეების დარიგება, რასაც ლამის დიდი გართულება მოჰყვა ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. რაღაც ქმედითი მაინც გაგეკეთებინათ ისევე, როგორც „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გააკეთეს, ან ხელფასი გადაგერიცხათ გაჭირვებული ადამიანებისთვის... რაღაც მაინც გააკეთეთ ისეთი კონკრეტული, რაც ადამიანებს მოუტანს სიკეთეს და არა მხოლოდ ცარიელი საუბარი, რითაც ხართ დაკავებული და, მათ შორის, ეკლესიის ლანძღვა-გინებაც, რაც ძალიან ხშირად გვესმის თქვენი მხრიდან და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი", - მიმართა მან ოპოზიციის წარმომადგენლებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი, რაც ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის და ამიტომ ჰყავს მუდმივად მიზანში ამოღებული. „ჩვენ შეზღუდვები არ გვიხარია. ამ შეზღუდვებს სჭირდება ძალიან დიდი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან, ეკონომიკაც ამით ზარალდება, მაგრამ ამ შეზღუდვებით მოვახერხეთ და მოვახერხებთ ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენას. ჩვენ არ გვყავს არცერთი ადამიანი დასაკარგი", - განაცხადა სოფო კილაძემ.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)