19:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-19 00:08:08, 1600 ნახვა

კომენტარი
გახარია - დარჩი სახლში და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება, ქრისტე აღდგა!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

მთავრობის მეთაური მილოცვას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში", ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. ჩვენ, ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა, თითოეულ ჩვენგანში დღეს კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება. დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება. ქრისტე აღდგა!", -  ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

გიორგი გახარიას მილოცვას თან ერთვის ფოტო, რომელიც გადაღებულია 2019 წელს, აღდგომის დღესასწაულზე, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.

#დარჩისახლში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics