03:52 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 14:29:54, 1133 ნახვა

კომენტარი
ლალი ტურძელაძე - თუ შეიძლება დარჩით სახლში ნუ წახვალთ სასაფლაოზე, ნუ მივალ ტაძრებშიც

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე მოსახლეობას მოუწოდებს ტაძარში და სასაფლაოზე ახლა არ წავიდნენ.

მისი თქმით, როდესაც ყველაფერი ჩაივლის, მერე მივაგოთ პატივი გარდაცვლილებს და მერე წავიდეთ ტაძარში.

ტურძელაძე აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნება.

„თუ შეიძლება დარჩით სახლში, ნუ წახვალთ სასაფლაოზე ახლა. ნუ მივალთ ტაძრებშიც, როცა ვირუსი გადაივლის, ჩაცხრება, მერე ყველამ ერთად კიდეც ვიქეიფოთ, კიდეც დაბადების დღე გადავიხადოთ, საფლავებზეც მივაგოთ პატივი ჩვენს მიცვალებულებს და ტაძრებშიც მერე ვილოცოთ. ძალიან გთხოვთ ყველას, რადგან გამოუვალი მდგომარეობა იწყება“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics