23:44 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 12:15:23, 2133 ნახვა

პოლიტიკა
სუს-ი - 20 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო

2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა მოვლენებმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო.

„აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის“,- ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics