|
2020-04-16 12:28:50, 1002 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი - ჩვენი პატარა ქვეყანა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ეფექტური და წარმატებული აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვეშვათ და ასე ვთქვათ ჩვეული რეჟიმით გავაგრძელოთ ცხოვრება“-ამის შესახებ საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა. „მთავრობამ ზომები ეტაპობრივად გაამკაცრა. ჩემ მოსაზრებას გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული, მთავრობას დასჭირდეს საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაც კი, თუ დაინახა რეალური რისკები და საფრთხე ამ ეპიდემიის გავრცელების უფრო ფართო მასშტაბებში. ვფიქრობ , რომ ჩვენ ახლა უნდა დავირაზმოთ ყველანი ერთად მთავრობა, მთელი მოსახლეობა და კიდევ ერთხელ მობილიზებული ძალებით უნდა გავფრთხილდეთ და დავრჩეთ სახლში, როგორც არის მოწოდება და კამპანია. ჩვენ ვნახეთ სწორედ გაუფრთხილებელმა, ზერელე მიდგომამ და გულგრილმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის რაც მოხდა იტალიაში, შემდეგ მთელს ევროპაში. აქედან გამომდინარე მე ვარ მომხრე, როგორც რიგითი მოქალაქე და თავდაცვის მინისტრი, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს პირობები და ყველა ის ზომები , რომელიც მთავრობამ უკვე მიიღო”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და რეკომენდაციების სრული გაზიარებისკენ.„სიტუაცია არის ძალიან რთული და რთული არის ზოგადად პროგნოზირება, ამას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ეპიდემიოლოგები ვერ ახდენენ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, ჩვენ საერთო ინტერესებში არის, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოვიჩინოთ. უნდა გავიჭირვოთ, მაქსიმალური ძალები მოვიკრიბოთ და მივყვეთ იმ კანონს და რეკომენდაციას, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი. ჩვენ რა თქმა უნდა ვეყრდნობით ამავდროულად ისეთი კომპეტენტური ექიმების მოსაზრებას, თუ რეკომენდაციებს, როგორებიც არიან ბატონი გამყრელიძე, ბატონი ცერცვაძე, თუმცა რა თქმა უნდა მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მხოლოდ რეკომენდაციები, რჩევები დარჩება ისე როგორც არის, თუ ამას ფეხი არ აუწყო მოსახლეობამ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)