|
2015-08-12 20:08:39, 690 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: თავდაცვის სამინისტროში გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე აღადგინეს
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენას გამოეხმაურა. როგორც ალასანიას განცხადებაშია აღნიშნული, უწყებაში გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე აღადგინეს. „ვულოცავ ჩემს ღირსეულ თანამშრომლებს გიორგი ლობჟანიძეს და არჩილ ალავიძეს სამსახუხურში აღდგენას და იმედი მაქცვს სამართლიანობა დანარჩენი 3 თანამშრომლის ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის და დავით წიფურიას შემთხვევაშიც იზეიმებს, რომლებიც ასეთივე უდანაშაულო მსხვერპლი იყვნენ "კაბელების" გამოგონილი საქმის. ამ ფაქტს, ასევე ვულოცავ თავდაცვის სამინისტროს და მთელ საზოგადოებას“, - ნათქვამია ირაკლი ალასანიას განცხადებაში, რომელიც Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებული გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია, გიზო ღლონტი და ნუგზარ კაიშაური თანამდებობებზე აღადგინა. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 სექტემბერს დააკავა. მათ ბრალად 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებოდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)