2020-04-14 18:06:27, 1681 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ვაღიარებ, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ექოქმედა
ვაღიარებ, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება მხოლოდ მათი აღსრულების ნაწილში.
„ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება. აღსრულების გამკაცრების ნაწილში, ვაღიარებ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად, ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრებას არ ვგეგმავთ, აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან