08:37 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 12:26:32, 1366 ნახვა

კომენტარი
საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი გამოჯანმრთელდა და მალე გაეწერება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ორსული პაციენტის ტესტირების პასუხი გაგზავნილია და მეორეჯერ უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში პაციენტი გაეწერება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ორსული ქალბატონის მდგომარეობაც სტაბილურია.

„57 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გვყავს, რეანიმაციაში 8 პაციენტი იმყოფება. სამი ფილტვის ხელოვნულ ვენტილაციაზე იმყოფება, დანარჩენი ხუთი სპონტანურ სინთქვაზე. სამი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ფაქტობრივად ტერმინალურია. დანარჩენ 2 პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, მინდა გითხრათ, რომ კლინიკურად სახეზეა მწვავე ფილტვის დაზიანების სინდრომი, გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების სინდრომი, რაც მიუთითებს რომ არის მულტიორგანული უკმარისობა, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ.

რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, ორივე ქალაბატონის და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია, გაგზავნილია ტესტის ანალიზები და თუ უარყოფითი პასუხი მოვიდა დღეს გაეწერაბა კლინიკიდან,“- განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics