|
2020-04-10 19:05:01, 22114 ნახვა
ომი უკრაინაში
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „მოგეხსენებათ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი, დადასტურდა 4 შემთხვევა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო აქტიური და ოპერატიული პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, და ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტშიამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რა რეჟიმიც მოქმედებს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დღეიდან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებებისათვის, როგორებიცაა საკვების და წამლების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ისევე, როგორც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლენტეხში იმუშავებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს, ისევე, როგორც ბოლნისსა და მარნეულში, შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის შესასვლელ და გასასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები. ადგილზე უკვე დაწყებულია პროაქტიური თერმოსკრინინგი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი. მოხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება და შესაბამისად, გამოვლენა, ვინაიდან, ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებითი ეფექტი გამოიღეს ბოლნისისა და მარნეულის შემთხვევაში. უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს საკვები პროდუქტების თვალსაზრისით და არ შეფერხდება საკვები პროდუქტების მიწოდება ამ მუნიციპალიტეტში. ამას ყველაფერს კოორდინაციას გაუწევს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბი და პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, ჩვენ შევაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ვატარებთ, ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ დაიცვას ის რეკომენდაციები და შეზღუდვები, რომელიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაითვალისწინოს ისინი, რათა ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად შევაკავოთ COVID-19-ის გავრცელება, დაიცვან საკუთარი თავი, ახლობლები და ყველა ჩვენი თანამოქალაქე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)