2020-04-09 15:01:10, 1339 ნახვა
კომენტარი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მივაღწიეთ პანდემიის მწვერვალს და ახლა იწყება დეესკალაცია
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებების თანდათან შემსუბუქება მალე დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ასევე მოითხოვა, რომ საგანგეო მდგომარეობის პერიოდი 26 აპრილამდე გახანგრძლივდეს.
„ჩვენ მივაღწიეთ პანდემიის მწვერვალს და ახლა იწყება დეესკალაცია”, - ამის შესახებ სანჩესმა ესპანეთის პარლამენტში დღეს განაცხადა.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება „თანდათანობით“ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 148 220-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდნეობა 14 792-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე გამოჯანმრთელდა 48 021 ადამიანი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან