|
2020-04-09 13:05:59, 4631 ნახვა
სამხედრო
დასავლეთის სარდალმა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად საგუშაგოები მოინახულა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი იმერეთის სამხარეო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილთან ერთად ქუთაისში მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტების მუშაობას გაეცნო. ხელმძღვანელი პირები ადგილზე დააკვირდნენ სამხედროებისა და სამართალდამცავების კოორდინირებულ მუშაობას, თუ როგორ ხორციელდება ერთობლივი ძალებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი, ტრანსპორტის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით და მოქალაქეების პირველადი ჯანმრთელობის შემოწმება. ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი მუშაობის შედეგად 22 მარტიდან დღემდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სადეზინფექციო ხსნარით 211 726 სატრანსპორტო საშუალება დაამუშავეს, სამხედრო ექიმებმა კი, თერმოსკრინინგი 459 979 მოქალაქეს ჩაუტარეს. საგუშაგოების შემოვლისას დასავლეთის სარდალი და იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი სამხედროებსა და პოლიციელებსაც გაესაუბრენ და ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძებებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს. შემდეგ კი, საველე სამედიცინო პუნქტები მოინახულეს და სამხედრო ექიმების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ფაქტობრივი კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქუთაისში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ შსს-ს ძალებთან ერთად გადაადგილების კონტროლის პუნქტები დაუყონებლივ მოაწყო. საგუშაგოებზე 24-საათიან რეჟიმში III ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამართალდამცავებთან ერთადაა მობილიზებული და კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაკისრებულ ამოცანებს ასრულებს.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)