|
2020-04-04 18:02:07, 3910 ნახვა
კომენტარი
ლევან რატიანი - ინფიცირებულთა რიცხვს 13 წლის ინფიცირებული პაციენტი შეემატა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ კლინიკაში არსებულ 38 პაციენტს დღეს კიდევ ერთ, 13 წლის პაციენტი შეემატა. მისი თქმით, არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია და ინფექციონისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. „დღეს დილით გარდაცვლილი პაციენტი შემოყვანისთანავე, გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, საახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკარისობა, ჩატარებული კველევებიდან გამოვლინდა პნევმოთორაქსი, ეგრეთწოდებულ ფილტვის ჩაჩუტვა, ჩატარდა ყველა ღონისძიება რაც ამ პროცედურისთვის არის დამახასიათებელი. ჩატარებული კვლევებით ქალბატონთან დაფიქსირდა 24 განდევნის ფრაქცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონის გულსისხლძარღვთა სისტემა იყო დეკომპენსირებული, ანუ მისი გულის ფუნქცია არ არსებობდა. პაციენტთან ასევე დაფიქსირდა მწვავე სეფსისი გერმოდინამიკის რღვევით და შემდგომი მკურნალობის მიზნით, პაციენტი გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისთანავე ფასდებოდა კრიტიკულად, ტერმიინალურად, გერმოდინამიკის რღვევით. მას მაქსიმალური დოზები სჭირდებოდა გერმოდინამიკის სტაბილიზაციას და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა მხოლოდ 72 საათით და ამ დილით 9 საათზე დაფიქსირდა ბუნებრივი სიკვდილი. პაციენტს აღენიშნებოდა მიოდისტროფია, ეს ნიშნავს კუნთოვანი სისტემა არ არსებობდა მისი ძირითადი დაავადების გამო. რაც შეეხება ვირუსს, ეს იყო მაპროვოცირებელი ნებისმიერი პათოლოგიის. დღეს ჩვენ კლინიკაში წევს 38 პაციენტი შემოგვემეატა 13 წლის ბავშვი, რომელიც კოვიდ ინფიცირებულია. მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი იმყოფება ინფექციონისტების დაკვირვების ქვეშ. რაც შეეხება ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, იგი დღეს კრიტიკული მედიცინის განყოფილებიდან ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში და გააგრძელებს მკურნალობას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც რომანოვების კლასტერიდან არის, ჩემს მიერ იქნა გასინჯული რამოდენიმე წუთის წინ და მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, გერმოდინამიკა აღდგენილია, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია და იგეგმება ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოხსნა. 22 კვირის ორსულ ქალბატონს რაც შეეხება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. რაც შეეხება მეორე ორსულ ქალბატონს, რომელიც 8 კვირის ორსულია ფიზიოლოგიურ პარამეტრებშია, როგორც დედა ისე ნაყოფი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)