15:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 13:23:30, 2263 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა აცხადებს, რომ სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები შესაძლოა შემდეგი კვირიდან გამოჩნდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები შესაძლოა შემდეგი კვირიდან გამოჩნდეს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირბადეების ფასი იქნება ხელმისაწვდომი, რაოდენობა კი, დამოკიდებულლია ნედლეულის მოწოდებაზე.

„შემდეგი კვირიდან ვეცდებით, რომ პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში, ჩვეულებრივ გაყიდვაში. წინასწარ მოგახსენებთ, თუ რა იქნება პირობები, რა იქნება ფასი, ვინაიდან ეს არის სახელმწიფო, სახალხო პროექტი, ფასი იქნება ხელმისაწვდომი რაოდენობა რასაკვირველია ვცდილობ, რომ გავზარდოთ და დაკავშირებულია ნედლეულის მოწოდებაზე, შესაძლოა პირველ ეტაპზე, სრულად ვერ დავაკმაყოფილოდ მოთხოვნები, მაგრამ სხვა წარმოებებიც ამუშავდა, პირბადეები იკერება არა მხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებში და ჩვენ, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს დეფიციტი დავამარცხოთ“, - განაცხადა ეკონმიკის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics