13:58 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 10:22:56, 986 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაში იმყოფება, ჩვენი გუნდის სოლიდარობა ყველაზე მყისიერი და ადეკვატური პასუხია

„როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაში იმყოფება, ჩვენი გუნდის სოლიდარობა ყველაზე მყისიერი და ადეკვატური პასუხია“, - ამის შესახე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მისი მყარი პოზიცია იყო.

„მთავრობა სრულად უერთდება იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართული ოცნების” გუნდში იქნა მიღებული და რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი უჭერს მხარს. ეს მისი მყარი პოზიცია იყო. როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია, ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი გუნდის სოლიდარობა არის ყველაზე მყისიერი და ყველაზე ადეკვატური პასუხი. ჩვენ რამდენიმე თვის შემოსავალის, ჩვენი ხელფასის ნაწილს სოლიდარობის ფონდში გადავრიცხავთ.

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სოლიდარობის საყოველთაო კამპანია დაიწყოს. ეს იქნება საყოველთაო საზოგადოებრივი აქტივობა, რომელსაც გაიზიარებს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე. სოლიდარობა და საზოგადოების კონსოლიდაცია არის ყველაზე სწორი პასუხი. ჩვენ ვიცით რთულ ვითარებაში ერთმანეთის გვერდში დგომა და განსაკუთრებული მხარდაჭერა, რითიც ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით და ამას არაერთი ისტორიული ფაქტიც ადასტურებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics