13:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 16:47:03, 1051 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - მთელი სისტემა კვლავაც მზადაა საბრძოლველად

„სასიამოვნოა და საზოგადოებისათვის წამახალისებელიც ის შექება, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ბოლო პერიოდში, მიმართავენ“, - ასე გაგამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი“, სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ, ვინაიდან მდგომარეობა ზოგადად საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.

„შექება ჩვენთვის უცხო არ არის, და არც რაიმე სისუსტეს, მოდუნებას განაპირობებს. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ვირუსის საფრთხე როგორღაც შენელებულია. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად - მთელი სისტემა და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის მითითებები ემყარება მეცნიერულ დონეზე გაკეთებულ ანალიზს და ყველა მითითება  ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, ვინაიდან  მდგომარეობა ჯერ კიდევ საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics