|
2020-04-02 14:19:17, 3372 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე ექიმებს - იმიტომ ხართ ექიმები, რომ ცხელებიან ავადმყოფს რომ მიიღებთ, გაარკვიოთ რატომ აქვს ცხელება
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ აჟიოტაჟი ატყდა ცხელების კლინიკებთან დაკავშირებით, მათ შორის სამედიცინო სფეროს მუშაკებშიც. იმნაძე აღნიშნავს, რომ აქ საშიში არაფერია და ექიმის მოვალეობაა, პაციენტს რომ მიიღებს ცხელებით განსაზღვროს რატომ აქვს სიცხე. აუცილებელი არაა კორონავირუსის გამო ჰქონდეს პაციენტს ტექმპერატურა. შესაძლოა მან ინერვიულა ან ინფაქტი აქვს. ამ შემთხვევაში კი ექიმებმა ეს ყველაფერი უნდა გაარკვიონ. იმნაძე მიმართავს ასეთ ექიმებს და ამბობს, რომ „სანამ დავასახელებდე იმ ექიმეს, ვინც ამას აკეთებენ, ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს პროფესიას მოეკიდეთ პროფესიონალურად“. „ცხელების ცენტრებზე აჟიოტაჟი ატყდა, რაღაცნაირად სამწუხაროდ ჩემი კოლეგების ნაწილიც შეშფოთდა. კარგით ახლა სასაცილო ნუ გავხდებით, კოლეგებო, ყველას არ ეხება ასეთი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები, რომ ცხელებიან ავადმყოფს რომ მიიღებთ უნდა გაარკვიოთ რატომ აქვს ცხელება. იქნება უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა, იქნებ ინფაქტი აქვს და სიცხემ მოიმატა და ინფაქტიანს რომ სიცხე ექნება ხო ვიცი, ხო არაა აუცილებელი , რომ ეს იყოს კოვიდ 19-ით გამოწვეული. სანამ დავასახელებდე იმ ექიმეს, ვინც ამას აკეთებენ, ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს პროფესიას მოეკიდეთ პროფესიონალურად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)