|
2020-03-31 15:59:34, 1097 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ეს იქნება ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, ყველა უნდა ჩავერთოთ იმ კამპანიაში, რასაც რეკომენდაციების შესახებ ინფორმირებულობა ჰქვია
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დღეს ყველა მოქალაქე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმირების კამპანიაში უნდა ჩაერთოს, რადგან ინფორმირებული ადამიანი თავის თავსაც დაიცავს და სხვის ჯანმრთელობის დაცვასაც უზრუნველყოფს. მანვე განაცხადა, ახლა თითოეულ მოქალაქეზე იმდენად ბევრია დამოკიდებული, შეიძლება მათაც კი ვერ წარმოუდგენიათ ეს ყველაფერი. „მე მგონი ყველა დარწმუნდა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ვინმეს წარმოედგინა ამ ქვეყანაში და შეიძლება ქვეყნის გარეთაც. თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა გარკვეული წარმატებები უკვე უზრუნველყო. ახლა თითოეულ მოქალაქეზე იმდენად ბევრია დამოკიდებული, შეიძლება მათაც კი ვერ წარმოუდგენიათ ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი გარდა იმისა რომ იზიარებს რეკომენდაციებს და რჩება სახლში, უნდა ჩაერთოს იმ კამპანიაში, რასაც ერთმანეთის ინფორმირებულობა ჰქვია. ეს იქნება ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე, რომელიც სახლში ზის და დისტანციურად მუშაობს, ყველა უნდა ჩავერთოთ იმ კამპანიაში, რასაც ჰქვია რეკომენდაციების შესახებ ინფორმირებულობა, რასაც ქვია ქვეყნის და სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმირებულობა. ინფორმირებული მოქალაქე თავის თავსაც დაიცავს უკეთ და უზრუნველყოფს, რომ გაუფრთხილდეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამის შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობის ამ კონკრეტულმა დათქმებმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს და მეორე მხრივ, თუ იქნება გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით მეტი სიმკაცრე გამოსაჩენი, ეს თანმიმდევრულ მოქმედებებში ჩაჯდება და ამის საჭიროება თუ იქნება, სახელმწიფო არც ამაზე დაიხევს უკან", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)