11:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-10 13:45:49, 742 ნახვა

სამართალი
„რუსთავი 2“–მა სასამართლოს მიმართა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“– ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა მოსამართლის სახელზე განცხადება შეიტანა. 
ტელეკომპანია იმ მასალების გადაცემას ითხოვს, რის საფუძველზეც მოხდა „რუსთავი 2“–ის დაყადაღება. 
თამთა მურადაშვილის განმარტებით, გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ტელეკომპანიის დაყადაღების გადაწყვეტილება. 
 „ჩვენთვის გაუგებარია, მოსამართლემ რის საფუძველზე იმსჯელა, არ ჩანს განჩნებაში კარგად, რა იყო მხარის სასარჩელო მოთხოვნა, რას ეფუძნებოდა მისი ვარაუდი, რომ აუცილებელი იყო ქონების დაყადაღება. ეს ყველაფერი  უნდა ყოფილიყო გამყარებული სერიოზული მტკიცებულებებით, საფუძვლებით, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მითითებით, რომელმაც შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი მოსამართლეს, რომ ნამდვილად უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება და დაეყადაღებინა „რუსთავი 2“–ის მთლიანი ქონება, ასეთი მკაცრი განაჩენით“, – აღნიშნა მურადაშვილმა. 
 ტელეკომპანიას გასჩივრების ვადა 12 აგვისტომდე აქვს. 
ამასთან, სავარაუდოდ დღეს გადაწყდება, საქალაქო სასამართლო, „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით მიიღებს თუ არა წარმოებაში ქიბარ ხალვაშის სარჩელს. 
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს  5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“–ის ქონება სრულად დააყადაღებულია. სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა - არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics