|
2020-03-30 20:09:30, 1597 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად არის მზად კლინიკები და მედპერსონალი რეაგირებისთვის: „ეპიდემიის რისკი მომატებულია, შემთხვევების მზარდი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ზომები, რასაც ვიღებთ იყოს პროპორციული და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია. შეხვედრის მთავარი მიზანია მოვისმინო თქვენგან მზადყოფნა, განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორისგან, თუ რამდენად შეგვიძლია მზარდ დინამიკაზე რეაგირება და ამავე დროს თუ არის რაიმე ღია საკითხები, სადაც თვლით, რომ მთავრობას შეუძლია კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ამ საკითხების მაქსიმალურად მოკლე დროში მოსაგვარებლად. პაციენტებთან და მათ მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აჭარაში არ უნდა გვქონდეს რაიმე არსებითი პრობლემა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. შეხვედრას აჭარაში მოქმედი კლინიკის ხელმძღვანელები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)