|
2020-03-30 19:55:40, 1539 ნახვა
კომენტარი
მარინა ეზუგბაია - ბოლო ორი დადასტურებული შემთხვევა ინგლისის კლასტერიდან არის
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ინფექციურში დადასტურებული ბოლო ორი პაციენტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე. „ბოლო მონაცემებით, დღეს დილიდან იყო 97 და დაემატა 3 დადასტურებყლი შემთხვევა. დამატებული სამი პაციენტიდან 2 ჩვენთან არის დადასტურებული. ეს არის ინგლისის კლასტერიდან, ანუ ამათი წყარო ცნობილია. მესამე პაციენტის შესახებ მე მონაცემები არ მაქვს. ამ ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე, არც სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით და არც ლაბორატორული. დღეს დასრულდება მათი რადიოლოგიური კვლევები და არის თუ არა ფილტვების ანთება ამის შესახებ მოგახსენებთ ხვალ. დღევანდელი მონაცემებით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და უცვლელია. ჩვენ ამ ეტაპზე 31 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. საერთოდ 49 დადასტურებულმა შემთხვევა გაიარა ჩვენ ცენტრში და 17-მა გაჯანმრთელებულმა დატოვა. გაგრძელდება მონიტორინგი იმ პაციენტების, რომელთაც გარკვეულწილად შეუსრულდა დაავადების ხანგრძლივობის ლიმიტი და კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით გაჯანმრთელებაა დამდგარი. თუ ეს დადასტურდება განმეორებითი ტესტირების პასუხით ამის შესახებ შეგატყობინებთ. დღეს დილას ჩატარდა 6 პაციენტის ტესტირება, დღის მეორე ნახევარში ჩატარდება კიდევ 12 პაციენტზე და ხვალ დილას მოგახსენებთ ტესტირების შედეგებს. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას ჩვენ ცენტრში 4 მძიმე პაციენტია “, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)