|
2020-03-30 16:47:34, 1422 ნახვა
კომენტარი
გახარია - შეიქმნება მთავრობის უფასო ცხელი ხაზი 144 რომელიც კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი 144 რომელიც რათქმაუნდა იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ცხელი ხაზი და ოპერატიული შტაბის შექმნის მიზანია, საქართველოს მოქალაქეების კოორდინაციის გაწევა 24 საათის განმავლობაში. "უწყებათაშორის შექმნილი საბჭოს პარალელურად შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი. ეს შტაბი იქნება 24 საათის განმავლობაში მომუშავე უწყება, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომელიც განხორციელდება და რომელიც იქნება უწყებათაშორის საბჭოს ფარგლებში და ესევე მონაწილეობას მიიღებს ამ გადაწყვეტილებების მომზადებაში, ამ გადაწყვეტილებების საინფორმაციო მომზადებაში და ასევე ანალიტიკური მასალებით მომზადებაში. გარდა ამისა, მე მინდა თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვუთხრა , რომ მსგავსი შტაბი შეიქმნება ყველა რეგიონში და ჩვენს მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში ექნებათ ინფორმაცია, ვინ არის შტაბის ხელმძღვანელი. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შტაბები იქნებიან უწყებათაშორის საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების განმხორციელებლები და ამასთნ ერთდ კოორდიანციას გავუწევ იმას, რომ ქვეყანამ და ეკონომიკამ გააგრძელოს ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის და მძიმე კარანტინის პირობებში. იმისთვის რომ ჩვენ მოქალაქეებს არ შეექმნათ სერიოზული პრობლემები ჩვენ ყველას მოგვეხსენება , რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ეს გამოწვევა რომლის პროგნოზი, დღეს არსებული მონაცემებით შეუძლებელია. ყველას კარაგდ უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება რა იქნება ერთ კვირაში ან ორ კვირაში. ამიტომ უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულად მუშაობას. სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი 144 რომელიც რათქმაუნდა იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. ეს იქნება ის ხაზი, რომლითაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირი ჩვენს მოქალაქეებთან, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომლები გააგრძელებენ ფუნქციონირებას, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომლებმაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და შტაბი იქნება ის უწყება, რომელიც გაუწევს კოორდინაციას და მომსახურეობას ყველა სტარტეგიული მნიშვნელობის საწარმოს და არა მხოლოდ მათ, არამედ იმს აწარმოს რომელმაც 24 საათის განმავლობაშ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება. მინდა მივმართო თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველას უნდა გვესმოდეს რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა , ვიყოთ ეფექტური და ყველას გვემსოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური თუ რელიგიური თუ სხვა სახის მსოფმხედველობისა ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს - საქაღტველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე", - განაცხადა გახარიამ.
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)