21:35 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 16:38:03, 3729 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა რუხის მრავალპროფილური კლინიკა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის მრავალპროფილური კლინიკა დაათვალიერეს.  

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება.

ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულების აპარატურით და საწოლებით აღჭურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
კლინიკას 11 ხელოვნური სუნთქვის აპარატი უკვე გადაეცა. აღნიშნული აპარატი მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ.

"დღეს რუხის საავდმყოფოში ჩვენ უკვე ჩამოვიტანეთ 11 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და 25 საწოლი. შევხვდით ექიმების იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდებიან. ჩვენ მოგვიწევს მუშაობა სამედიცინო პერსონალის მობილიზების საკითხზე. პროცესს კოორდინაციას ადგილზე სამინისტროს წარმომადგენელი გაუწევს. კლინიკის აღჭურვის პროცესი გაგრძელდება და ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, 200-მდე პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ. ვითვალისწინებთ ასევე იმ ფაქტს, რომ ჩვენ მივიღებთ პაციენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მათაც გავუწევთ სათანადო სამედიცინო მომსახურებას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics