08:46 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-11 16:21:15, 270 ნახვა

საზოგადოება
12 წლის წინ დაკარგული ბიჭის საქმე: ძებნა უამინდობის გამო დროებით შეჩერდა

ლომისობის დღესასწაულზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. დაკარგული ბიჭის დედის, სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, ადგილზე სამართალდამცველებმა უკვე დაათვალიერეს რამდენიმე ტერიტორია, თუმცა პროცესი უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო დროებით შეჩერდა.

როგორც დაკარგული მოზარდის დედა აღნიშნავს, საგამოძიებო ჯგუფი მუშაობის გაგრძელებას ხვალიდან გეგმავს, თუკი ამის საშუალებას ამინდის პირობები მისცემთ.

„ამჟამად საგამოძიებო სამუშაოები შეჩერებულია იმიტომ, რომ წვიმა დაიწყო. ისე არ შეჩერებულა... ახლა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებიც გამოდიან, რადგან იქ უფრო ძლიერი წვიმაა. ჯერჯერობით ახალ გარემოებებზე საუბრის უფლება არ მაქვს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. ბევრი ადგილი დათვალიერდა, ხვალ უფრო ბევრს დაათვალიერებენ, თუ, რა თქმა უნდა, წვიმა არ დაიწყება“, — აცხადებს სოფო ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გურამ დადიანი 12 წლის წინ, ლომისობის სახალხო დღესასწაულზე გაუჩინარდა. საქმეზე საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics