|
2026-08-11 16:19:44, 271 ნახვა
პოლიტიკა
პენცენტრის განცხადებით, პატიმრებისთვის წიგნების გადაცემა ცენზურას ექვემდებარება
საქართველოს პენცენტრი რუსთავის #5 ქალთა დაწესებულების მიერ სამოქალაქო აქტივისტ ნანა სანდერისთვის ლაშა ბუღაძის რომანის, „დამკვირვებლის“ გადაცემაზე უარს ეხმაურება და აცხადებს, რომ პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ლიტერატურული ნაწარმოების ცენზურის საგანგაშო შემთხვევაა, რაც უკავშირდება არა მხოლოდ რომანის შინაარსს, არამედ ავტორის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციასაც. პენცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მხატვრული ლიტერატურის ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია. ნანა სანდერი პატიმრობაში 2025 წლის ოქტომბრიდან იმყოფება. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ლაშა ბუღაძე პირველი ქართველი ავტორია, რომლის მხატვრული ტექსტიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ დაუშვეს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)