09:54 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-06 16:46:57, 602 ნახვა

მსოფლიო
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს

დაახლოებით ორი კვირის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის დონორებს პირადად განუცხადა, რომ მას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი სურს.

ტრამპის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, ვიცე-პრეზიდენტმა სახელმწიფოს მეთაურზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის მიღებით, თაღლითობის წინააღმდეგ კამპანიის ხელმძღვანელობით და მედიის კრიტიკაზე წარმატებით რეაგირებით.

სხვა წყაროებმა გაზეთს განუცხადეს, რომ ისინი არ იყვნენ დარწმუნებული, დაუჭერდა თუ არა ტრამპი მხარს ვენსს თუ სახელმწიფო მდივან რუბიოს. მათი თქმით, ამერიკის პრეზიდენტი სხვადასხვა ადამიანის წინაშე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა და შესაძლოა, აზრი შეეცვალა. მათ დასძინეს, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი რომელიმე კანდიდატის საჯაროდ მხარდაჭერის გამოხატვას ბოლო მომენტამდე გადადებს, რათა თავიდან აიცილოს უიღბლო ადამიანად გამოჩენა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics