|
2026-07-31 12:08:36, 1337 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის არმიამ დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენა ჩრდილოეთ კორეის რაკეტა დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ რადუშნეზე თავდასხმის დროს, რომლის დროსაც ექვსსულიანი ოჯახი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, 30 ივლისს განაცხადა. „რა თქმა უნდა, იქნება დამატებითი შეფასებები, ყველაფერი გადამოწმდება, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკას ეხებოდა“, - დაწერა მან. ზელენსკიმ მოუწოდა თავის მოკავშირეებს არა მხოლოდ რუსული დარტყმის დაგმობის, არამედ საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებისა და რუსეთზე ზეწოლის განხორციელებისკენ, რათა შეჩერებულიყო მისი თავდასხმები. 30 ივლისის ღამეს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე. კრივოი როგის გარეუბანში, სოფელ რადუშნეში, ბალისტიკური რაკეტა დაეცა კერძო სახლს, სადაც მრავალსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი წლის გოგონა და 11 და 17 წლის ბიჭები. ივლისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსეთს სურს ჩრდილოეთ კორეიდან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღება“. უკრაინის ლიდერის თქმით, ფხენიანი ასევე ემზადება მოსკოვში ახალი ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების გადასაცემად. მან ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობას „საფრთხე უწოდა აზიაში ყველასთვის, ვინც ჩრდილოეთ კორეის რაკეტების მოქმედების რადიუსშია“. ზელენსკიმ ეს იმით ახსნა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას „ომის სწავლაში“ ეხმარება. 2024 წელს მოსკოვმა და ფხენიანმა ხელი მოაწერეს „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმებას.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)