|
2020-03-27 15:23:27, 2000 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება დღეს არ დგას
„ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება დღეს არ დგას, თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება, არც ამას მოვერიდებით“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება, ჯანდაცვისა შესაბამისი სტრუქტურები აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას და ყველა შემთხვევაში გადიან, ფაქტიურად, კვალზე ბოლომდე. „იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება დადგება და ის რისკები გაიზრდება, რომელსაც დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, მაშინ არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას. შეიძლება შემოვიღოთ წესრიგი, რომლის დროსაც, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, გარეთ არ გამოვიდეს ადამიანი. დღეს, კონკრეტულად, ამის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ არც ამას მოვერიდებით და არსებობს შესაბამისი გეგმები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)