|
2020-03-25 12:59:46, 7050 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - მედიკამენტი პლაქველინი გამოიყენებოდა, როგორც მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მედიკამენტ პლაქველინის გამოყენებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტი გამოიყენებოდა, როგორც მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი. „კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ახალი შემთხვევა ცნობილი ისტორიითაა. ერთი არის საფრანგეთთან დაკავშირებული და ორი შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ისინი არ არიან ცნობილი დიდი კლასტერების წარმომადგენლები. საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური 82, მინიმალური 2 წელი. მედიკამენტის დასახელება მედიაში იწვევს იმას, რაც მოუვიდა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას. რაზეც ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს მაღაზიებიდან მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუ არ იცის როდის არის მისი გამოყენება საჭირო. ამიტომ, მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს და რომელიც ადგენს ამ პროტოკოლებს. პირველივე პაციენტიდან მოყოლებული, პრეპარატი პლაქველინი გამოიყენებოდა საქართველოში მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატად. ჩვენმა ექიმებმა ეს იციან და მკურნალობა მათ მივანდოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)