|
2020-03-25 11:34:18, 5763 ნახვა
ომი უკრაინაში
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ტესტზე უარყოფით პასუხს ელოდებიან
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტზე უარყოფით პასუხს ელოდებიან. როგორც სამედიცინო ცენტრის ექიმმა განაცხადა, პირველივე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სამივე პაციენტს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი სამივე მათგანი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. „სამ პაციენტთან, რომელიც ჩვენთან მკურნალობს COVID-19-ის დიაგნოზით, გაკეთდება გამოკვლევა. მათთან ველოდებით გამოჯანმრთელების პასუხს, თუ პირველივე უარყოფითი მოვიდა. 24 საათში გაკეთდება განმეორებითი ანალიზი და ეს პაციენტები გადავლენ თვითიზოლაციაში. ისინი უკვე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან. მეოთხე პაციენტი, რომელსაც ესპანეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, ჩვენთან შემოვიდა კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. კარანტინში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მუდმივად იმყოფებიან ეპიდემიოლოგის, ინფექციონისტის და თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)