|
2020-03-24 15:07:09, 1568 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი - აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული და სპორტული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იმ შეზღუდვებსა და გამონაკლისებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აიკრძალა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. „აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. დასაშვებია, მხოლოდ, დისტანციური ფორმა. აგრეთვე, აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეში, მათ შორის, წვრთნები და ვარჯიშები. ამ შემთხვევაშიც, დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა", - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)