|
2020-03-24 14:50:49, 2601 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ის ადამიანები იქნებიან, ვინც მთავრობის დიდი მცდელობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებს დაკარგავენ
„ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე - ჩვენი მთავარი ობიექტი ის ადამიანები არიან, ვინც, მიუხედავად მცდელობისა, სამუშაო ადგილების გარეშე დარჩებიან, რადგან ძალიან გაუჭირდა კერძო სექტორს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს როგორც ბიზნესსექტორის, ისე უმუშევრად დარჩენლი მოქალაქეების დახმარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს დღეებში საჯარო გახდება. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნესისთვის გადასახადების სხვადასხვა წნეხი შევარბილოთ, მაგრამ ეს იმდენად დიდი და გლობალური ეკონომიკური კრიზისია მსოფლიოში, და საქართველო მსოფლიოს ნაწილია, რომ ვერ გამოვრიცხავთ - გვეყოლება ადამიანები, ვინც დაკარგავს სამუშაო ადგილებს, ისინი ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტია", - აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფოს დახმარების პროგრმა ორი მიმართულებით იმუშავებს: დახმარების ობიექტი ის ბიზნესები იქნება, რომლებიც ამ დახმარების შედეგად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები. „ჩვენ ასე დავიწყეთ და ამიტომაც დავეხმარეთ სასტუმროებს და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიას და ჯამში მათ ერთმილიარდლარიანი შეღავათები გავუწიეთ, რომ მათ აიღეს ვალდებულება - გარკვეული დროის განმავლობაში პერსონალს არ შეამცირებენ, და ისინი მიყვებიან ამ შეთანხმებას. ანუ, ჩვენ ერთი მხრივ ვეხმარებით ბიზნესს, რომ მან შეინარჩუნოს დასაქმებულები და სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, აქცენტი გვაქვს იმ ადამიანებზე და ფიზიკურ პირებზე, ვინც მიუხედავად მთავრობის დიდი მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაო ადგილებს. ა,ი ეს ორი მიმართუელბა იქნება ასახული ჩვენს პროგრამაში, რომელიც ძალიან მალე გახდება საჯარო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)