|
2020-03-24 11:36:41, 1480 ნახვა
საზოგადოება
შუახევში სოციალური კამპანია დაიწყო
შუახევში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელებს, სარეცელს მიჯაჭვულებსა და მრავალშვილან ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადაეცემა. დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარალამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში ასრებულ ვითარებას გაეცნო და საინფორმაციო შეხვედრები გამართა.ადგილობრივებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და საჭიროებისამებრ თანადგომა და დახმარება აღუთქვა. მერმა, აქციის ფარგლებში, თანმხლებ პირებთან ერთად სოფელ წყაროთაში რეზო ჯოიძის მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო კალათა მიუტანა. ,, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად ახლა სჭირდება თანადგომა და დახმარება. დავიწყეთ სოციალური აქცია, რომლის ფარგლებშიც დავეხმარებით რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს. მთავრია მოსახლეობამ გაითვალისწინოს საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში. დარწმუნებულნი ვარ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით და ერთად დგომით დავამარცხებთ კორონავირუს“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. დღესვე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრთან ზაზა დავითაძესთან ერთად ზამლეთის ადმინისტრაცილ ერთეულში იმყოფებოდა. სოციალური აქციის ფარგლებში სასურსათო პროდუქტი მიუტანა სოფელ ფურტიოში მცხოვრებ ჟუჟუნა ბერიძის უმწეო ოჯახს. საკვები პროდუქტების მიწოდება რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებზე შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ეტაპობრივად განხორციელდა.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)