|
2020-03-23 20:50:54, 14181 ნახვა
ომი უკრაინაში
დასახელდა იაპონური პრეპარატი, რომელიც კორონავირუსს ყველაზე ეფექტურად ებრძვის
იაპონური პრეპარატი "ფავიპირავირი" ახალ კორონავირუსულ ინფექციას სხვა არსებულ წამლებთან შედარებით უფრო ეფექტურად ებრძვის, აცხადებენ ჩინელი ექიმები. ამის შესახებ სტატიას გამოცემა medRxiv აქვეყნებს. "ფავიპირავირის" ტესტირებაში სტაციონარში ყოფნის დროს 236 ადამიანმა მონაწილეობა მიიღო. ყველა მათგანი COVID-19-ით იყო ინფიცირებული. პაციენტების ერთი ნაწილი (116 ადამიანი), ახალ იაპონურ "ფავიპირავირს" იღებდა, ხოლო მეორე , (120 ადამიანი) რუსულ პრეპარატს "არბიდოლს", რომელიც იმუნურ სისტემას ვირუსის დაძლევაში აგრეთვე ეხმარება. ასეთი მკურნალობის პროცესში აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფიდან (იაპონური პრეპარატი) პაციენტების 71,43% 1 კვირაში განიკურნა, ხოლო მეორე ჯგუფიდან (რუსული) კორონავირუსი ერთი კვირის მიწურულს მხოლოდ 55,86%-მა დაძლია. პრეპარატი ფავიპირავირი კომპანია Fujifilm Toyama Chemical-ის ლაბორატორიაში შეიქმნა და ის გრიპების ახალი შტამებისგან ანტივირუსული მედიკამენტების სიაში უკვე შევიდა, ანტიპოდის შექმნა ფარმაცევტულ კომპანიას სახელმწიფომ შეუკვეთა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)