00:56 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 16:09:06, 1823 ნახვა

რეგიონი
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტში პრევენციის შესაბამისი ღონისძიებების გატარების და საჭირო გადაწყვეტილებების  მიღების მიზნით  შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, მერის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ტატანაშვილის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფი დღის ბოლოს იხილავს მუნიციპალიტეტში დაავადების გავრცელების, აფთიაქებში  მედიკამენტების,  სუპერმარკეტებში სურსათის მარაგის არსებულ მდგომარეობას,  უმწეოთა სასადილოდან ბენეფიციარებზე მოხალისეების მიერ სადილის ბინაზე მიტანის და ბანკომატებთან მოქლაქეების რეგულირების პროცესს.

მოხალისებმა მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სავაჭრო ობიექტებში თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს პლაკატები და დაარიგეს ფლეირები ახალი კორონავირუსის დაავადების, მასთან ბრძოლის და გავრცელების შესახებ.

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან ნანა ნონიაშვილთან ერთად   მართავს დისტანციურ თათბირებს  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. თათბირზე განიხილება დაავადების შესახებ ადგილებზე არსებული მდგომარეობა და ეძლევათ რეკომენდაციები. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics