02:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 13:49:43, 1472 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ბოლნისისა და მარნეულის გარდა, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა შეუფერხებლად ხორციელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების გარდა, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა შეუფერხებლად ხორციელდება, გარდა კონკრეტული შეზღუდული სფეროებისა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს შეზღუდვას ექვემდებარება არასასურსათო საქონლით საცალო ვაჭრობა და სარესტორნე მომსახურება.

„ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების გარდა, სადაც საგანგებო კარანტინია შემოღებული, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა შეუფერხებლად ხორციელდება, გარდა კონკრეტული შეზღუდული სფეროებისა. თვითონ შეზღუდვას დღეს ექვემდებარება საცალო ვაჭრობა არასასურსათო საქონლით და სარესტორნე მომსახურება, რომელიც არ შეიძლება განხორციელდეს თვითონ რესტორნების და კაფეების საკუთარ ფართში. ყველაფერი, რაც შეეხება არასასურსათო ვაჭრობას, მაგრამ არა საკუთარ მაღაზიებში, არამედ დისტანციურად, ელექტრონულად, ადგილზე მიტანით უსაფრთხოების ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული წესების დაცვით კლავინდებურად გრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics