|
2020-03-23 13:36:59, 1405 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ბოლნისსა და მარნეულში ფუნქციონირებას გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საწარმოები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებას გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საწარმოები. მინისტრის თქმით, იმ საწარმოების სრული სია, რომელიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გააგრძელებენ ფუნქციონირებას დღეს გახდება ცნობილი. „ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ეკონომიკურ ნაწილს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, დროებით საგანგებო კარანტინის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე ჩერდება ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა, კონკრეტულად ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. გარდა ისეთი საქმიეანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან. თუმცა, ამავდროულად ჩვენ და ჩემს კოლეგებს, ეკონომიკურ გუნდს აქვს დავალებული, რომ დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოთ, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას. ამასთან, შემიძლია გითხრათ, რომ შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას გარკვეული დადგენილების წესების დაცვით ის საწარმოები, რაც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან. ეს არის ენერგეტიკა, სპა მომარაგება, გაზის მომარაგება. გააგრძელებენ სამრეწველო საწარმოები ფუნქციონირებას. მათ შორის, წიაღისეულის ყოველგვარ გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოები. რა თქმა უნდა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოებიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას და უფრო დეტალური ჩამონათვალი დღეს გამოქვეყნდება. ასევე, არანაირი შეფერხება არ ექნება მედიცინას და ყველა სხვას, რაც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)