19:36 - 23 Jul, 2026
|
2020-03-22 15:45:05, 3870 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი მთავრობას - გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი შეკრებების აკრძალვის რეგულაცია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ყველას, საგანგებო მდგომარეობას დაემორჩილონ. - ამის შესახებ ექს-პრეზიდენტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. "მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას; - მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი - შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი - რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!! - მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!" - წერს გიორგი მარგველაშვილი "ფეისბუქზე".
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)