13:09 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 21:58:36, 1234 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის, სახლიდან არ გამოვიდეთ, ეს დაგვეხმარება ჩვენ და ჩვენს პოლიციასაც

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.


მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულების მნიშვნელობას.


„ ძალიან მნიშვნელოვანია ის ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ასევე, კეთდება სიუჟეტები, გამოდიან მინისტრები, ჯანდაცვის წარმომადგენლები და ხსნიან დღეს ქვეყანაში  არსებულ სიტუაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის, სახლიდან არ გამოვიდეთ - თუ არ მივდივართ სასურსათო მაღაზიაში, ან აფთიაქში წამლის საყიდლად. ამ ერთი თვის განმავლობაში, სანამ ეს პროცესი არ დაწყნარდება და არ წავა კლებისკენ, არ არის აუცილებელი ახლობლების, ნათესავების მონახულება, ისევ და ისევ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს დაგვეხმარება ჩვენ და ჩვენს პოლიციასაც“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics